მუზეუმში დაცულია მეოცე საუკუნის ბოლოს აჭარაში გამოცემული გაზეთები, საბეჭდი დაზგა და 1882 წელს წარმოებული გერმანული ფირმა „კრაუზეს“ ქაღალდის საჭრელი გილიოტინა; მცირე ფოტო-ლაბორატორია კამერა ობსკურიდან დაწყებული ციფრული ტექნოლოგიებით დასრულებული; უიშვიათესი ფოტომასალა ბათუმის ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის, ნავთობტერმინალის და ნავსადგურის ისტორიიდან;