ქამელეონი 1937 წელს ბათუმის მახლობლად და 1950 წელს, ქობულეთის მიდამოებში შეამჩნიეს ქამელეონები, რომლებიც ცხადია გემს შემოყოლია. იგი ბინადრობს მადაგასკარზე, აფრიკაში და მეზობელ კუნძულებზე. ცხოვრობს ხეზე, აქვს გრძელი ენა და სამგანზომოლებიანი მხედველობა. მისი თვალები ცალ-ცალკე მოძრაობენ და თავის მოუბრუნებლად ირგვლივ ყველაფერს ხედავენ. ქამელეონი ისვრის გრძელ ენას და იჭერს მსხვერპლს. ცხოველი იცვლის კანის ფერს განწყობის, სინათლის და გარემოს შეფერილობის მიხედვით.