ოქროს ფიალა წარმოადგენს ახ.წ. I-II სს დათარიღებული გონიოს განძის შემადგენელ ნაწილს, რომელიც საგზაო მშენებლობისას შემთხვევით იქნა მოპოვებული და შედგება გვიანანტიკური, ძველაღმოსავლური და ადგილობრივი ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშებისაგან;
დაცულია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს საგანძურში;
ეს კანელურებით დაფარული, საკმაოდ ღრმა ტევადობის ფიალა ფორმით მოგვაგონებს აღმოსავლური ოქრომჭედლობის ნიმუშებს. პარალელები დასტურდება ბაქტრიაში; არის მასიური, პირის შიდა კალთა ოდნავ მომრგვალებული, ტანისაგან ჰორიზონტალური ღარით გამოყოფილი, ქუსლი რგოლისებრი, ოდნავ ამობურცული ფსკერი, ძირის გარეთა ზედაპირი სადა, მოსჩანს მხოლოდ ერთი წერტილი (ისევე როგორც შიდა ზედაპირზე); ირგვლივი წრეხაზები ჩარხზე დამაგრებისა და ბრუნვის მაჩვენებელია.