Публичная лекция - Давид IV Строитель - грузинский царь-реформатор.

О программе

რელიგიის მუზეუმში, გაიმართა, საჯარო ლექცია - დავით IV აღმაშენებელი – ქართველი მეფე - რეფორმატორი.  ლექციას უძღვებოდა - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი, პროფესორი - ოთარ გოგოლიშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ- შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის- ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები. ღონისძიებაზე საუბარი იყო დავით IV აღმაშენებლის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, განსაკუთრებით საეკლესიო და სამხედრო რეფორმებზე, რის შედეგად, საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში შეძლო გამარჯვება. ასევე, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელმაც საქართველო გადააქცია იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა, ბზაზე შესრულებული, XX საუკუნის - მეფე დავით აღმაშენებლის ბარელიეფური ხატი.

Поделиться