
04 თებერვალი 2020, 16:14
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2018 წლის 3 მაისს შეიქმნა სსიპ აჭარის მუზეუმი, რომელიც აერთიანებს ოთხ მუზეუმს: ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი.
გაერთიანება გულისხმობს მუზეუმის ახლებურ შინაარსობრივ-კონცეპტუალურ გააზრებას და მათი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნას.