სსიპ "აჭარის მუზეუმი"

სსიპ აჭარის მუზეუმი აერთიანებს ოთხ მუზეუმს და სამ ფილიალს.

სსიპ "აჭარის მუზეუმი"

გაიგეთ მეტი

ჩვენს შესახებ

სსიპ აჭარის მუზეუმი - „ აჭარის მუზეუმი “ 2018 წლის 3 მაისის მთავრობის
დადგენილების საფუძველზე შეიქმნა . ის აერთიანებს ოთხ მუზეუმსა და სამ
ფილიალს. გაერთიანება გულისხმობს მუზეუმების ახლებურ შინაარსობრივ-
კონცეპტუალურ გააზრებას და მათი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისად გარდაქმნას.
სსიპი აჭარის მუზეუმში გაერთიანებულია:
. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი;
. აჭარის ხელოვნების მუზეუმი;
. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი;
. ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი;
. მემედ აბაშიძის სახელობის სახლ- მუზეუმი;
. რელიგიის მუზეუმი.

თითოეული მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო,
სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად
ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და
სამეცნიერო მიმართულებებზე.
სსიპ „ აჭარის მუზეუმის“ მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-
კვლევითი საქმიანობის წარმართვა, ეროვნული საგანძურის მოძიება, დაცვა,
ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვენტარიზაცია
და პოპულარიზაცია.
მისი ძირითადი ფუნქციაა:
სამუზეუმო მასალების დაცვა-შენახვა, მეცნიერული შესწავლა და პოპულარიზაცია;
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინურ მიდგომაზე
დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და
ექსპერიმენტული კვლევა);
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და
ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება, შემდგომში, მუზეუმის სივრცეში მათი
დანერგვის მიზნით;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს
გარეთ განათლების, აღმზრდელობითი საქმიანობის, მეცნიერული ცოდნის
გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპოზიციების
განახლების, ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით;
სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში
მონაწილეობა;

სტუდენტთა მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
კულტურულ-ფასეულობათა ექსპერტიზის უზრუნველყოფა.

გამოფენები

ონლაინ რესურსები

სამეცნიერო ჟურნალი, საკითხავი ჟურნალი, კატალოგი ...

ჩვენი პარტნიორები