აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2018 წლის 3 მაისიდან შეიქმნა სსიპ აჭარის მუზეუმი, რომელიც აერთიანებს ოთხ მუზეუმს: ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი,არქეოლოგიური მუზეუმი, ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი.
გაერთიანება გულისხმობს მუზეუმის ახლებურ შინაარსობრივ-კონცეპტუალურ გააზრებას და მათი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნას.