ჩვენი მომსახურება

,,აჭარის მუზეუმი“ აერთიანებს ოთხ მუზეუმსა და სამ ფილიალს.  გაერთიანება გულისხმობს მუზეუმების ახლებურ შინაარსობრივ-კონცეპტუალურ გააზრებას და მათი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნას.

სსიპ აჭარის მუზეუმის გაერთიანებაში არსებული მუზეუმები და მათი ფილიალები სტანდარტული ბილეთის გარდა, რაც გულისხმობს ინდივიდუალურად დათვალიერებას, ვიზიტორებს სთავაზობს :

 

• საექსკურსიო მომსახურებას  ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;

• საოჯახო ექსკურსიას;

• საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვისმუზეუმების პროფილური მიმართულების შესაბამისად;

• საჯარო ლექციებს;

• საინფორმაციო საათს;

• თემატურ შეხვედრებს;

• დროებით გამოფენებს;

• ფოტოსესიას;

• საგამოფენო დარბაზის ქირაობას გამოფენის მოსაწყობად;

• მუზეუმის ბარათს სტანდარტული (Museum Pass) -  ბარათის შეძენის შემთხვევაში ვიზიტორს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს სსიპ აჭარის მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ   ექვსივე მუზეუმს; ბარათი მოქმედია 10 დღის განმავლობაში

• მუზეუმის ბარათს საექსკურსიო (Museum Pass excursion) - ბარათის შეძენის შემთხვევაში ვიზიტორს აქვს შესაძლებლობა მიიღოს საექსკურსიო მომსახურება სსიპ აჭარის მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი  ექვსივემუზეუმში;

• ლაითბოქსის ელექტრონულ აფიშით (კვირის აქტივობებით თანაქალაქელებისა და  ვიზიტორების ინფორმირება)

• საინფორმაციო - სარეკლამო მხარდაჭერა (აეროპორტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში);

• 20% ფასდაკლების ფლაერის (საინფორმაციო ბროშურების ) შეთავაზებასაზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში;

• ვირტუალურ ტური

• რელიგიის მუზეუმში ,,ვიარ ტექნოლოჯი“ მომსახურება;

• სოციალური გვერდების პლატფორმებით (Facebook, Instagram, Ti-tok) საზოგადოების ინფორმირებას და მუზეუმების პოპულარიზაციას.

• კომფორტული გარემო და გარე უფასო მოსასვენებელი სივრცე ვიზიტორებისათვის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში

• QR კოდები /ქართულ და ინლისურ ენაზე/ საექსპოზიციო დარბაზებში

• აუდიო გიდები ქართულენოვანი/რუსულენოვანი/ინგლისურენოვანი/)

• მუზეუმის სკვერი მოსასვენებლად -  ხელოვნების მუზეუმში

• მრავალფუნქციური ვებგვერდი