დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი ქ. ბათუმში დაარსდა 2001 წელს,ჭეშმარიტი მამულიშვილის, პროფესორ თეიმურაზ კომახიძის ძალისხმევითა და თაოსნობით.
მუზეუმში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო მასალები და პირადი ნივთები.ასევე ილიას მიერ აჭარაში წარმოგზავნილი ქართველი მამულიშვილების საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები,პირადი ნივთები.