მუზეუმის შესახებ

რელიგიის მუზეუმის ისტორია 2004 წელს იწყება,იმ პერიოდისთვის მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია მწირი ჩამონათვალით შემოიფარგლებოდა, რომელიც  ფოტოებზე  სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობების შესახებ ინფორმაციას ასახავდა.     
2023 წელს მუზეუმს სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, შეიცვალა ინტერიერი და ექსტერიერი, აღიჭურვა შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით, შეიქმნა ახალი ექსპოზიცია, რომელიც მოიცავს მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის და კათოლიციზმის რელიგიურ წიგნებს, სარიტუალო ნივთებსა და ტანისამოსს, წარსულის ამსახველ იშვიათ ფოტოებს, სხვადასხვა საავტორო ტექნიკით შესრულებულ მართლმადიდებლურ ხატებს, ბარელიეფებს, მინანქარს, ასევე ექსპოზიცია გამრავალფეროვნებულია მართლმადიდებელი ეკლესიის, რომის კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის ბათუმთან დაკავშრებული არტეფაქტებით,რელიგიური რიტუალებისას აუცილებელი შესამოსებითა და მულაჟებით. აღსანიშნავია,რომ ექსპოზიციაში წარმოდგენილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ანაფორა.
რელიგიის მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილი არტეფაქტები მუზეუმის ვიზიტორებს აწვდის ინფორმაციას  ბათუმის ისტორიისა და ქართული ტრადიციის თვითმყოფადობის შესახებ, რელიგიური ტოლერანტობის ჭრილში. იგი ითვალისწიებს  ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერესს, რადგან XXI საუკუნეში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, მათ შორის ტოლერანტული შეხედულებების ჩამოყალიბებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მუზეუმი მდებარეობს თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე.