სსიპ აჭარის მუზეუმი - „ აჭარის მუზეუმი “ 2018 წლის 3 მაისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა . ის აერთიანებს ოთხ მუზეუმსა და სამ ფილიალს. გაერთიანება გულისხმობს მუზეუმების ახლებურ შინაარსობრივ- კონცეპტუალურ გააზრებას და მათი საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნას.
სსიპ აჭარის მუზეუმში გაერთიანებულია:
თითოეული მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას და მისი საქმიანობა უპირატესად ორიენტირებულია სამუზეუმო, კულტურულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და სამეცნიერო მიმართულებებზე. სსიპ „ აჭარის მუზეუმის“ მიზანია კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, ეროვნული საგანძურის მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვენტარიზაცია და პოპულარიზაცია.
მისი ძირითადი ფუნქციაა:
სამუზეუმო მასალების დაცვა-შენახვა, მეცნიერული შესწავლა და პოპულარიზაცია; კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევა); საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება, შემდგომში, მუზეუმის სივრცეში მათი
დანერგვის მიზნით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განათლების, აღმზრდელობითი საქმიანობის, მეცნიერული ცოდნის გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპოზიციების
განახლების, ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით; სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში მონაწილეობა; სტუდენტთა მომზადებისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; კულტურულ-ფასეულობათა ექსპერტიზის უზრუნველყოფა.