მუზეუმის შესახებ

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს. მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვომუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე კიდეც  შეასრულეს.
ნიკოლოზ გომანის შემდეგ 1938 წ.თებერვლიდან და 1989 წ. მაისამდე მუზეუმის დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, სამუზეუმო საქმის  ამაგდარი ხარიტონ ახვლედიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთ -მცოდნეო სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება.
მუზეუმში დაცულია 180 000  მეტი სხვადასხვა სახის  ექსპონატი
ასევე ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკა შიინახება 63000  წიგნის ხვადასხვა ენებზე. მათშორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.


ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1937 წელს დაარსდა. ბიბლიოთეკაში ინახება 65 ათასამდე ბეჭდური ერთეული-წიგნი და ჟურნალ-გაზეთები.მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  მრავლადაა უნიკალური წიგნები და ბიბლიოგრაფიული იშვიათობები - 2500 ეგზემპლიარი უნიკალური, რარიტეტული წიგნები  ქართულ, რუსულ, არაბულ, სომხურ, ბერძნულ,  სპარსულ, ჩინურ ენებზე და 500 შეკვრა 1900 წლიდან არსებული ქართული პრესა.