მედალიონი ახ.წ. 1-2 სს

კოლექციის შესახებ

გონიო, ხელვაჩაური

შემთხვევითი აღმოჩენა

ზომა: 5.4X4.9 სმ

ოქრო და ძოწი

სადა ჩარჩოში ჩასმულია ჰელიოსის გამოსახულება. თავს ადგას სხივოსანი გვირგვინი. შუბლის წინ სწორხაზოვნად შეჭრილი, ტალღისებურად მხრებამდე დაშვებული თმები რელიეფურადაა გადმოცემული. ჩაღრმავებული თვალები წერტილებითაა აქცენტირებული. მხრებზე მოგდებული დანაოჭებული, დრაპირებული მოსასხამი მარჯვენა მკერდის არეში აგრაფითაა შეკრული. ელინისტური ხანის ასეთივე ფორმის ბოსფორის სახელოსნოების ნაწარმად მიჩნეული საკიდი აღმოჩენილია მდ.დონის შესართავთან, ტანაისის ნაქალაქარზე, რომელზედაც გამოსახული არიან ზევსი, კიბელა, აფროდიტე და ეროსი. ტანაისის საკიდი სადაა, არაა ინკრუსტრირებული.

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის კოლექცია ინვ. № 1: 12-101;

ბიბლიოგრაფია:

ლორთქიფანიძე ოთარ, მიქელაძე თეიმურაზ და ხახუტაიშვილ დავითი, გონიოს განძი, თბილისი, 1980: 13, 23-24, სურ. 19-20; კახიძე ამირან, შალიკაძე თამარი და ფარტენაძე თამარი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის განძი, კატალოგი, ბათუმი, 2015: 68, სურ. 91.

გაზიარება