პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლე ახალგაზრდებში სახალისო, შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით, კერამიკული ნაკეთობების შექმნის ყველა ტექნოლოგიური ეტაპის განხილვას ქიმიის ჭრილში.
პროგრამა ინტეგრირებულია. პირველი ნაწილი, რომელიც ჩატარდება მუზეუმის ბიბლიოთეკაში, თეორიულია, წარმოდგენილია პრეზენტაციის ფორმატით, საინტერესო ვიზუალური მასალით. მეორე ნაწილი კი მოიცავს პრაქტიკულ, შემოქმედებით სამუშაოს, რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ მუზეუმის კერამიკულ სახელოსნოში. შედეგად, მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ქიმია სულაც არ არის მოსაწყენი საგანი, თუ მას შევისწავლით არა მხოლოდ ფორმულებით, არამედ თვალსაჩინო, პრაქტიკული ცდებით, რომელთაც ჩვენს ყოველდღიურობაში ისედაც მრავლად ვახორციელებთ.
პროგრამა განკუთვნილია: V–XI კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60–90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
ჩატარების ადგილი: არქეოლოგიური მუზეუმის კერამიკული სახელოსნო.
პროგრამის კოორდინატორი: ლია კასპელაშვილი