კოლხური ქვევრისა და დერგის პირისა და ტანის ნატეხები,ბათუმისციხე,ძვ.წ.VI-V სს.

კოლექციის შესახებ

ბათუმის ციხე სამეურნეო კერამიკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრთაგანია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ჭურჭლის შემკობისას გამოყენებულია სხვადასხვა მოტივი. ფართოდ ჩანს გავრცელებული პირის გარეთა კალთის დაფარვა ბადისებრი თუ სამკუთხედისებური მონაკვეთებით. ყელის არეს შემოუყვება ფართო ჰორიზონტალური ღარები თუ გრეხილური ორნამენტი. სამკაულის ეს ქარგა ხშირად მეორდება ქვევრის მხრისა და კორპუსის შემკობისას. წამყვანია ჭურჭლის დაფარვა ვერტიკალური ქედებით, რომელთა დასაწყისზე დასმულია მოზრდილი წერტილიანი კოპები. ხშირად ტანის ღარებს ენაცვლება ტალღისებრი ორნამენტის რელიეფურ ჰორიზონტალური ზოლი. მზის სიმბოლიკასთან უნდა იყოს დაკავშირებული კონცენტრული წრეხაზების გამოსახულებანიც

გაზიარება