პროგრამით მუზეუმის კერამიკული სახელოსნო მომხმარებელს სთავაზობს არტ–თერაპიის მომსახურების ფასიან პაკეტს: ვიზიტორს შეეძლება, წინასწარი შეთანხმებით, 1–2 საათით, ესტუმროს სახელოსნოს, ისიამოვნოს თიხასთან შეხებით; თავისი ხელით შექმნას, თავადვე გამოწვას, მოხატოს და სამახსოვრო საჩუქრად წაიღოს საკუთარი ნამუშევარი.
პროგრამა განკუთვნილია: V–XI, კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60–90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
ჩატარების ადგილი: არქეოლოგიური მუზეუმის კერამიკული სახელოსნო.
პროგრამის კოორდინატორი: ლია კასპელაშვილი