პროგრამის მიზანია ხალხური რეწვის ამ დარგის უძვესი კოლხური ტრადიციების გაცნობა; მოსწავლეთა პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს მუზეუმში დაცული კერამიკული არტეფაქტების სა¬ფუძ¬ველზე მეთუნეობის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას. თე¬ო¬¬რიული კურსის გავლის შემდეგ, მოსწავლეებს, სურვილისამებრ, შეეძლებათ შე¬მოქ¬მე¬დე¬ბი¬თი აქტივობის განხორციელება – არტეფაქტის ასლის დამზადება.
მსურველები იმუშავებენ მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში და კერამიკულ სახელოსნოში.
პროგრამა განკუთვნილია: V–XI კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60–90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
ჩატარების ადგილი: არქეოლოგიური მუზეუმის კერამიკული სახელოსნო.
პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება: ერთი მოსწავლე – 2 ლარი
პროგრამის კოორდინატორი: ლია კასპელაშვილი