მონეტები და მათი ისტორია

პროგრამის შესახებ

მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია მონეტების მდიდარი კოლექცია. პროგრამა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს გაეცნონ აჭარის ზღვისპირა ზოლშია მოპოვებულ, საერთაშორისო მიმოქცევაში გამოყენებულ ბერძნულ–რომაულ–ბიზანტიურ ნუმიზმატიკურ ძეგლებს, ადგილობრივი კოლხური თეთრის სხვადსხვა ტიპს, არაბული მონეტების განძებს, ასევე, ირანულ, სელჩუკურ და მონღოლურ ფულებს. გვიან¬შუასაუკუნეების ევროპულ (პოლონეთისა და ნიდერლანდების ვერცხლის ტალერები) მონეტებს. ეს ინფორმაცია მოსწავლეებს დაეხმარება მსოფლიო ისტორიის და ცალკეული მონარქების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში.
პრაქტიკულ სამუშაოდ მოსწავლეებს შევთავაზებთ მონეტების ჩანახატების დამზადებას და მათი მეშვეობით მსოფლიო რუკაზე მონეტების საწარმოო ცენტრების და გავრცელების არეალის ასახვას. 

პროგრამა განკუთვნილია:  V–XII, კლასის მოსწავლეებისათვის. 
პროგრამის ხანგრძლივობა:  60–90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
პროგრამის კოორდინატორი: ირინა ვარშალომიძე
 

გაზიარება