პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულ საიუველირო ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს; გაეცნობიან ცვარას, ინკრუსტაციის, ფილიგრანის ტექნიკებს; დაათვალიერებენ და შეისწავლიან (ჩანახატების შესრულებით, ფოტოების გადაღებით) დიდ საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილ კერამიკის, ქვის და მინისგან დამზადებულ მძივებს, რის შემდეგაც გაიმართება სახალისო საგანმანათლებლო-შემეცნებითი, შემოქმედებითი აქტივობები: მოსწავლეები, სურვილისამებრ, შეძლებენ ჩან-ახატებისა და მათ მიერ გადაღებული ფოტოების დახმარებით, კერამიკული სახელოსნოს ხელმძღვანელის მითითებებით, საკუთარი დიზაინით შექმნან სამკაულის ესკიზები ან დაამზადონ სამკაულის მინაბაძები.
პროექტის დასასრულს საუკეთესო ნამუშევრები (დიზაინის ესკიზები) გადაირჩევა, მასალაში შესრულებული კი გამოიწვება და მოეწყობა მინი–გამოფენა, რის შემდეგაც ნამუშევრები გადაეცემა ავტორებს.
პროგრამა განკუთვნილია: V–XII კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60–90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
პროგრამის კოორდინატორი: მირანდა თურმანიძე, ლია კასპელაშვილი