პროგრამის მიზანია აჭარაში მოპოვებული საგანძურის მიხედვით მოზარდებმა წარმოიდგინონ თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო წარჩინებული კოლხი ქალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამარხში აღმოჩენილი ქალის ნივთებს, სამკაულსა და მოსართავს G(დიადემა, სასაფეთქლები, საყურეები, მისი ყელსაბამები, სამაჯურები, სამოსი და სხვ.). განხილული იქნება ამ ნივთების მხატვრული სახე, მათზე გამოსახული სცენების იკონოგრაფია, ოქრომჭედლობის უნიკალური ტექნიკა - ე.წ. ცვარა. გაკვეთილი აგებულია სწვალების ინტერაქტიურ მეთოდზე და ითვალისწინებს მუშაობას როგორც საექსპოზიციო, ისე სამკითხველო დარბაზში. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ექნებათ პრაქტიკული სამუშაო: ნანახი მასალის მიხედვით დახატონ წარჩინებულ კოლხი ქალი და ეს ესკიზი შეამკონ სამკაულებით.
პროგრამა განკუთვნილია: V–XII კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60–90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
პროგრამის კოორდინატორი: თამარ ფარტენაძე