სსიპ აჭარის მუზეუმის / ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 14 მაისს 16:00 საათზე გაიხსნება გიორგი ხალვაშის ფოტო-ნამუშევრების გამოფენა - „ჰორიზონტი“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ ბოლო პერიოდში გადაღებული ფოტოსურათები.
გამოფენა გაგრძელდება 21 მაისის ჩათვლით.