სსიპ აჭარის მუზეუმი / ხელოვნების მუზეუმში 11 აპრილს 16:00 საათზე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო საათი - ხასან ინაიშვილის შემოქმედება.
შეხვედრა ეძღვნება XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელის, საქართველოს დამსახურებულ მხატვრის (1982) ხასან ინაიშვილის შემოქმედებას (1942 – 2009).
მუზეუმის გიდი თეონა ქინქლაძე გააკეთებს პრეზენტაციას მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების საინტერესო ფაქტებზე ფოტო მასალის გამოყენებით; ისაუბრებს მუზეუმში დაცული სურათის - „ძველი ბათუმი-ს“ შესახებ;
დასწრება თავისუფალია!
ხელოვნების მუზეუმი - ქ. ბათუმი, გორგილაძის № 8