აჭარის ხელოვნების მუზეუმში, მხატვარ მზია ხალვაშის პერსონალური გამოფენის ფარგლებში, ბათუმელი რეჟისორის, ნიკოლოზ ვერძაძის დოკუმენტური ფილმის - ,,ზაზას დღიურების” ჩვენება გაიმართა, რომელიც ბათუმელ კინორეჟისორს ზაზა ხალვაშს ეძღვნება. ღონისძიებას უძღვებოდა მუზეუმის მთავარი კურატორი, ლევან წულუკიძე. ფილმის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.