12 სექტემბერს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა გამოფენა “ნავთობის სამყაროში". გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ შაანიანის ფოტოები, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პროცესს ასახავს. მუზეუმის მმართველმა მედეა ჩარკვიანმა სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა საინტერესო ისტორია, თუ როგორ გადაიქცა ბათუმი მსხვილ ნავთობგადამზიდ ჰაბად…
რა გზა გაიარეს ცნობილმა ნავთობმაგნატებმა, - ნობელებმა, როტშილდებმა და მანთაშევმა, უზარმაზარი ნავთობიმპერიის შექმნის პროცესში. ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გაიოზ ფირცხალაძე, სტუმრებს ესაუბრა რამდენად მოთხოვნადი და პოპულარულია შემდეგი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები: ნავთობგაზსადენებისა და ნავთობგაზსაცავების მშენებლობა, დაპროექტება, ექსპლუატაცია და ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები. აგრეთვე რა გამოწვევების წინაშე დგას შესაბამისი სპეციალობა და მისი განვითარების რეალური პერსპექტივა. გამოფენას ტექნოლიგიური ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.