2024 წლის 17 ივლისს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართება გამოფენა: ,,საამაყო ბათუმელის გზა პირველ ქართულ კოსმოსურ ობიექტამდე - ელგუჯა მეძმარიაშვილის ისტორია.”
გამოფენის პარალელურად მოხდება ე. მეძმარიაშვილის საექსპოზიციო კუთხეში ახალი ექსპონატის - ალექსანდრე აბუსელიძის მიერ ასანთის ღერებისაგან აგებული კოსმოსური ხომალდის პრეზენტირება.