ლითონის ჭურჭლის საცობის საჭრელი დაზგა

კოლექციის შესახებ

მუზეუმში წარმოდგენილია სხვადასხვა ტექნიკური დაზგა-დანადგარი, რომელსაც XIX- XX სს  ნობელები იყენებდნენ ნავთობმრეწველობაში, ერთ-ერთი მათგანია ნავთის საექსპორტო ჭურჭელზე საცობის სათლელი მექანიკური დაზგა, რომელიც ხელით მოდის მოძრაობაში. ფოტოზე წარმოდგენილი მექანიკური საჭრელი დაზგა  ლუდვიგ ნობელის მიერ არის შექმნილი. მექანიკურ დაზგაზე ხდებოდა ბიდონებისთვის სარქველის დამზადება.ის გარკვეული დიამეტრის სახურავებს ჭრიდა .ეს სახურავები საიმედოდ ლუქავდა თუნუქის ბიდონებს, რომლებშიც მანქანის ზეთები, ნავთი და სხვადასხვა საპოხი მასალები ისხმებოდა.   ექსპონატი ახლაც გამართულ მუშა მდგომარეობაშია.

გაზიარება