პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი

კოლექციის შესახებ

 მუზეუმის ექსპოზიციაში საპატიო ადგილს იჭერს პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაშვების ამსახველი ფოტო-მასალა. როგორც ცნობილია, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დაპროექტდა და დამზადდა საქართველოში. 1999 წლის 16 ივლისს ‘’რეფლექტორი’’გაშვებული იქნა კოსმოსში.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე წარმატებული გაშვება უშუალოდ დაკავშირებულია  საქართველოში  სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის  სახელთან. იგი გახლდათ საქართველოში კოსმოსური ტექნიკის  სამეცნიერო და ტექნიკური სკოლის ფუძემდებელი.

გაზიარება