ბათუმში, 3 და 4 აგვისტოს, საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნულმა აკადემიამ მასწავლებელთა და ლექტორთა საუნივერსიტეტო კონფერენცია ჩაატარა. მასწავლებლებმა და ლექტორებმა, ასევე სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გა მოცდილება. კონფერენცია ბათუმის ტექნოპარკში განხორციელდა, სადაც პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა აჭარის სსიპ მუზეუმის დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძე-"მუზეუმი, როგორც საგანმანათლებლო რესურსი". კონფერენციის მეორე დღე დაეთმო ვიზიტს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში, სადაც ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველმა, პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა მასწავლებლებისა და ლექტორებისთვის საჯარო ლექცია-"ილია და აჭარა" ჩაატარა.