აჭარელ ქალთა ხელსაქმე
საქართველოში და კერძოდ აჭარაში რთვა-ქსოვის და ქარგვის საქმე უძველესი დროიდან მომდინარეობს. აჭარელი ქალები მხატვრული კერვით ალამაზებდნენ საოჯახო დანიშნულების საგნებს: მუთაქა-ბალიშის პირებს, ფარდებს. გავრცელებული იყო აგრეთვე მძივებით ქარგვა. მძივებით ამკობდნენ საათისა და ფულის ქისებს, თავსაკრავს, გულისპირს და აშ. ხდებოდა ქსოვილებისა და იაზმების (მარლის) მოჩითვა. საჩითავ ყალიბებს ამზადებდნენ ხითხურობით განთქმული ლაზები.
ოჯახში წინდის ქსოვას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. გასათხოვარ ქალს სამზითვოდ თავისი ხელით ნაქსოვი 10-15 წყვილი წინდა მაინც უნდა გაჰყოლოდა.