შავი ზღვის მრავალფეროვნება
პროგრამის მიზანია მოზარდები გაეცნონ შავი ზღვის მრავალფეროვნებას, გაიაზრონ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობა, იფიქრონ ზღვის პრობლემებსა და მის დაცვაზე. მონაწილეები მოისმენენ საუბრებს შავი ზღვის ისტორიის და გეოგრაფიული მახასიათებლის შესახებ. ადგილმდებარეობა, სახელწოდების ისტორია, მითოლოგიური თუ ძველი ცნობები მათ წარმოდგენას შეუქმნით მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ზღვის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ზღვის ბიომრავალფეროვნებაზე. წყალმცენარეების, უხერხემლოების, თევზებისა და ძუძუმწოვრების შესახებ. პროგრამაში გამოყენებულია მრავალფეროვანი ფოტო და ვიდეო მასალა.
გაკვეთილს თან ერთვის ინტერაქტიული ნაწილი, სადაც მონაწილეები შეავსებენ სახალისო კროსვორდს, ექნებათ საშუალება ჩაერთონ შემეცნებით თამაშში, დახატონ, გამოძერწონ ან ორიგამის მეთოდით დაამზადონ შავი ზღვის ბინადრები და მოახდინონ ნამუშევრის პრეზენტაცია.
პროგრამა განკუთვნილია: III-VII, კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 50 - 70 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
პროგრამის კოორდინატორი: თამარ დარჩია