წითელფიგურული კრატერი და ბერძნული მითოლოგია
მოსწავლეები მოისმენენ საუბრებს ძველ საბერძნეთსა და კოლხეთს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათი მნიშვნელობის შესახებ. ყურადღება გამახვილებული იქნება ქობულეთში, ძვ.წ. V ს-ში აღმოჩენილ წითელფიგურულ კრატერზე, რომელიც წარმოადგენს ანტიკური ხელოვნების ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს. ვისაუბრებთ ფიჭვნარის კრატერის ოსტატის - ნიობიდების მხატვარის შესახებ, რომელიც ვაზათმომხატველობაში ნერგავს და აგრძელებს კედლის მხატვრობის ტრადიციებს, წარმოგვიდგენს სხვადასხვა მითოლოგიურ სიუჟეტებსა თუ სცენებს.
პროგრამა განკუთვნილია: VI–X კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
საკონტაქტო პირი : ქეთევან ფუტკარაძე-577 17 97 25
პროგრამის კოორდინატორი - თამარ დარჩია