ცხოველთა სამყარო აჭარაში
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას აჭარის ბუნებაში მობინადრე ცხოველებზე, მუზეუმში არსებული ცხოველთა სამყაროს ფიტულებიდან გამომდინარე; მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ მათ ძირითად საცხოვრებელ ადგილებზე, გარემო პირობებზე და საკვებ პროდუქტებზე; პროგრამის წამყვანი სამსჯელო თემა მათთვის არის ადამიანის გავლენა ცხოველთა სამყაროზე; გარდა იმისა, რომ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს სკოლის მოსწავლეებზე შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდებას , ძირითადად პროგრამა დამყარებულია კითხვა-პასუხის რეჟიმზე ნებისმიერ თემაზე პროგრამის ფარგლებში, რათა ეს პერიოდი არ იყოს მოსაწყენი მათთვის და უფრო დიდი ინტერესი გამოიწვიოს.
პროგრამა განკუთვნილია: I-VI კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 40 - 50 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
საკონტაქტო პირი : ქეთევან ფუტკარაძე-577 17 97 25
პროგრამის კოორდინატორი - მეგი ტეტემაძე