კოლექციის შესახებ
- ქართულ ხელნაწერ ტრადიციას და წიგნის ხელოვნებას 16 საუკუნოვანი ისტორია აქვს.მისი სათავეები ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების ფაქტში უნდა ვეძიოთ.ქართული ხელნაწერი წიგნი არ შექმნილა მსოფლიო ცივილიზაციისაგან მოწყვეტილ გარემოში.მან იმთავითვე მიმართა ყურადღება ქრისტიანობის უმთავრესი ცენტრებისაკენ და შემდგომაც მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა თანადროულ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსა (სირია,პალესტინა) და კონსტანტინოპოლთან მჭიდრო კულტურული კავშირების გზით.
1.ეპიფანე კვიპრელის „თვალთაი“.რელიგიური ხასიათის ძველი ქართული ხელნაწერი.
2.ძველი ქართული ხელნაწერი XIX საუკუნის. წარმოადგენს ლოცვების კრებულს.
3. ბერძნული წიგნი. საუფლო გზის წიგნი. სწავლებანი და საუბრები. გამოცემულია 1766 წელს.
4. ბერძნული ენის გრამატიკა.XIX საუკუნის.
5. სახარება სომხურ ენაზე. სავარაუდოდ XVII საუკუნის.
6.ბიბლია სომხურ ენაზე. 1666 წელი.
გაზიარება