ვიტრინაში წარმოდგენილია მუზეუმში XIX-XX საუკუნეებში შემოსული უცხოელ სკულპტორთა მიერ შესრულებული ნამუშევრები. მათ შორისაა ევროპული და რუსული წარმოშობის იშვითობები:
1.საყვავილე ვაზა – ბრინჯაო. XIX ს. ოვალური სახელურით, გაფორმებული ყვავილოვანი ორნამენტებით. ბრტყელი სადგამით.
2.ქანდაკება - ქალი ტორსით (მოსასხამით), ბრინჯაო. ოთხკუთხედი მარმარილოს სადგამზე, გერმანული. XX ს. I ნახევარი.აქვს წარწერა: - “katzgzaben”.
3.ბიუსტი - ქალის, ავტორი:- ბორმელი, ბრინჯაო. მარმარილოს სადგამით.XIX ს. IIნახ. გერმანული წარწერით - “E.Bermel “ “berlin”
4.სტატუეტი -„ კავკასიელი“, ავტორი - მოქანდაკე ე.ლანსერე. ბრინჯაო. XIX ს. II ნახ.
ევგენი ლანსერე 1905-07 წლებში საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში. შექმნა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები: „მეტეხი“ „სვეტიცხოველი“ „ბაგრატის ტაძარი“ და სხვა.
5.სკულპტურა - „ტყვედ აყვანა.“ სპლენძი, ბრინჯაო. XIXს. II ნახ. შესრულებულია პეტერბურგის ვორფელის სასხმელ ქარხანაში.