გეოლოგია

კოლექციის შესახებ

აჭარის მუზეუმში ბუნების ამსახველ ექსპოზიციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მუზეუმის პირველი ექსპონატებიც საბუნებისმეტყველო ხასიათისა ყოფილა. საუკუნეზე მეტია რაც აქ გროვდებოდა სხვადასხვა სახის ექსპონატები, რომლებიც დაცულია ფონდებში და გამოფენილია ექსპოზიციაში.ბუნების განყოფილების ექსპოზიციში წარმოდგენილია გეოლოგიური კოლექციები:ზღვიური თუ კონტინენტური წარმოშობის დანალექი და ვულკანური ქანების ნიმუშები, მინერალები, პალეონტოლოგიური მასალა, სასარგებლო წიაღისეული.მეტად საინტერესოა ექსპონატები საერთაშორისო წითელ წიგნში შესული გოდერძის გაქვავებული ტყიდან.მათგან აღსანიშნავია გიგანტური ვაზის გაქვავებული მერქანი,ასევე  არსიანის ქედიდან ჩამოტანილი   გიგანტური ხის ოპალიზებული ნიმუში,რომლებიც 15 მლნ.წლის წინ ამოფრქვეულ ვულკანს გაუქვავებია.(გოდერძის გაქვავებული ტყე მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში,მესხეთის ქედის სამხრეთით,არსიანის ქედის აღმოსავლეთით და დასავლეთით, გოდერძის გადასასვლელის  მიმდებარე ტერიტორიაზე,(ზღ. დ. 2025 მ.ბათუმიდან 115 კმ.-ში). მდინარეების ძინძეს და აჭარისწყლის სათავეებში.) 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება