პროგრამა განკუთვნილია: IX-XII კლასის მოსწავლეთათვის
საგანი: ისტორია, ხელოვნება, ქართული ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება
პროგრამის ხანგრძლივობა : 40-60 წუთი
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
ტელეფონი : 577541030
პროგრამის მიმოხილვა :
მუზეუმის გიდი - მსმენელებს გააცნობს პრეზენტაციის თემას „ძველი ბათუმის ისტორია “. მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას მულტიკულტურული ბათუმის ჩამოყალიბების შესახებ. გაეცნობიან ზღვისპირა ქალაქის რელიგიურ მრავალფეროვნებას, ასევე, თუ როგორ გახდა ბათუმი პორტო-ფრანკო ანუ თავისუფალი პორტი. ყურადღება გამახვილებული იქნება იმდროინდელ ბათუმში არსებულ ძველ და თანამედროვე სასტუმროების შესახებ. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიფართოვონ ზოგადი ცოდნა ბათუმის ისტორიასა და სხვადასხვა პერიოდში არსებული სასტუმროების შესახებ. მოსწავლები იხილავენ ძველი ბათუმის მაკეტს, ასევე, ძველი და ახალი ბათუმის ვიდეო არქივს.
პროგრამა აგებულია სწავლების ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს მუშაობას საექსპოზიციო დარბაზში.
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ელოდებათ შემეცნებითი აქტივობები
ჩაუტარტებათ ქვიზი წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით
ააწყობენ სხვადასხვა სასტუმროების ფაზლებს
მუყაოსაგან დაამზადებენ შენობების მაკეტებს
პროგრამის ღირებულება
ერთი ბავშვი -2 ლარი
მასწავლებელი - უფასო