31 აგვისტოს, რელიგიის მუზეუმში გაიმართება გამოფენა - "საუკუნოვანი ისტორია” - აჭარის ეკლესია - მონასტრები.გამოფენაზე, წარმოდგენილი იყო, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე, სამების ეკლესიის მაკეტი. მობრძანებულ სტუმრებსა და ვიზიტორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ულამაზესი კუთხის - აჭარის ზღაპრულ ბუნებას, ტრადიციებს და წარმოდგენილი ნამუშევრებით, მოყოლილ საინტერესო ისტორიებს. ღონისძიების ბოლოს მხატვარმა ჯიმსონ გურგენიძემ - სამების ეკლესიის მაკეტი, ხოლო მხატვარმა ნადეჟდა დაბიჟამ - ღვთისმშობლის შობის ეკლესიის გრაფიკული ნახატი, საჩუქრად გადასცა მუზეუმს.