ევქარისტიული პურის ბეჭედი (ყალიბი). ნშხარი (სომხ.), (პროსფორა. ბერძნ) ასე ჰქვია ევქარისტიულ პურს, რომელსაც მღვდელი საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ღვინოში ასველებს და დანაწევრებით ზიარებას ულოცავს. ნშხარს სომხურ ლიტურგიაში მღვდელი წირვის დაწყებამდე ამზადებს. სომხურ ეკლესიაში მას სუფთა ფქვილისგან ამზადებენ საფუარის შერევის გარეშე, რადგან ქრისტე ბოლო ვახშმის დროსაც ჭამდა უფუარ პურს და სწირავდა მოწაფეებს როგორც საკვებს, როგორც თავის მხსნელ სხეულს. ჩვეულებრივ ჯვარცმას ნშხარას ზედაპირზე ასახავს სპეციალური ხის შაბლონები. ეს შაბლონია თქვენს წინაშე.