საჯარო ლექცია - „ქართული ანბანის თავგადასავალი“.

პროგრამის შესახებ

2024 წლის 27 სექტემბერს, რელიგიის მუზეუმში, ქართული ანბანის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია - „ქართული ანბანის თავგადასავალი“ გაიმართა. ლექციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შორენა მახაჭაძე უძღვებოდა და პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე საუბარი იყო ქართული ენის, როგორც ქართველი ერის იდენტობის უმთავრეს განმასზღვრელ ფაქტორზე საუკუნეთა განმავლობაში, გლობალიზაციის, მულტიკულტურული და მულტილინგვისტური გარემოს პირობებში ქართველი ერის თვითმყოფადობისათვის ბრძოლაში, მშობლიური ენის როლსა და დანიშნულებაზე.  ღონისძიების ფარგლებში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებიდან მოეწყო გამოფენა - პირველი საკითხავი წიგნი(1876) (პირველი და მეორე ნაწილი. დედა ენა ანუ ანბანი 1912 წ.). ღონისძიების ბოლოს ქალბატონმა შორენა მახაჭაძემ, წიგნი პირველად იყო სიტყვა : წერილები მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე, რელიგიის მუზეუმს გადასცა საჩუქრად.

გაზიარება