დღეს, რელიგიის მუზეუმში საჯარო ლექცია თემაზე „ტოლერანტობა და თანასწორობა“ გაიმართა.
ლექციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, ასევე, აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას.
ლექციას წარუძღვნენ :
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი - ოთარ გოგოლიშვილი
რელიგიის მუზეუმის ხელმძღვანელი გურანდა დოლიძე.
ღონისძიებას მე -18 საჯარო სკოლის, მახინჯაურის საჯარო სკოლისა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.