28 ოქტომბერს “დედა ენის“ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, რელიგიის მუზეუმი უმასპინძლებს ვორქშოპს “… და შექმნა ღმერთმა სამყარო”!
ღონისძიების ფარგლებში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებიდან გამოიფინება:
დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი (1876 წელი); დედა ენა - პირველი და მეორე ნაწილი (1912 წელი); რელიგიის მუზეუმი - თამარ მეფის გამზირი;
დეტალურად პროგრამის შესახებ:
მოსწავლეები გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და საღვთო ისტორიას - ძველი აღთქმის მიხედვით; ჯგუფურად დაამზადებენ მინიატურულ წიგნს დედაენას, რომელიც კლასს გადაეცემა საჩუქრად; შეადგენენ სახალისო კროსვორდებს.