ბათუმში, ხულოს ქუჩაზე კინო მუზეუმი იხსნება

2020 წლის 22 ივლისს, გამოჩენილი ქართველი დრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გაცხადდა აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება სულიკო ჟღენტის კინომუზეუმის გახსნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ. ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მუზეუმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქ.ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები.

სულიკო ჟღენტის კინომუზეუმის პროექტისა და კონცეფციის ავტორები არიან ოლიკო და ქეთევან ჟღენტები.

შეიქმნება მნიშვნელოვანი კულტურულ_საგანმანათლებლო კერა.

მუზეუმის მოწყობის სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წელს პროექტის ფინანსდება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.