ილია ჭავჭავაძის სახელობის რეაბილიტირებული მუზეუმის გახსნა

2021 წლის 1 აპრილს ილია ჭავჭავაძის სახელობის რეაბილიტირებული მუზეუმი გაიხსნა .

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ქ.ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ილია ჭავჭავაძის სახელობის განახლებული მუზეუმი დაათვალიერეს.

ილია ჭავჭავაძის მუზეუმი წარმოადგენს  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფილიალს. ის 2001 წელს დაარსდა. მუზეუმში წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო  და დოკუმენტური მასალა, ფერწერული ტილოები, სკულპტურული ნამუშევრები, ყოფისა და ეთნოგრაფიის ამსახველი ნივთები, იმ დროს მოღვაწე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი ნივთები.

მუზეუმის გახსნაზე მერიის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა შეასრულა სიმღერები ,,მრავალჟამიერი'' და ,, ჩემო კარგო ქვეყანა''. ახალშექმნილ ფოტოკუთხეში სტუმრებს მიეცათ  ფოტოების გადაღების შესაძლებლობა.