აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციტივითა და სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით მუზეუმის გაერთიანების თანამშრომლები უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენენ. 2021 წლის დეკემბერში სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორის, ქალბატონ თეონა ზოიძის ბუდაპეშტში ვიზიტის დროს, ეროვნულ მუზეუმში გენერალურ დირექტორთან, ბატონ სიმონ ლაზლოსთან სტუმრობისას დაიგეგმა მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. მუზეუმებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმების ფონდების მცველებისა და მხატვარ-რესტავრატორების მუშაობის გამოცდილების გაზიარება.
ამ მიზნით, უკვე 2022 წლის დეკემბერში, ბუდაპეშტში, უნგრეთის ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ, სსიპ აჭარის მუზეუმის ფონდის მცველები და რესტავრატორები. ბუდაპეშტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები: ბუდაპეშტის ეროვნულ მუზეუმში, საქმიანი შეხვედრა რობერტ კაპას თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრში და სამუშაო შეხვედრა არქეოლოგიის კვლევის ცენტრში. სწორედ ამ ვიზიტის შედეგებზე წარმოადგინა პრეზენტაცია სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ინგა გოგიბერიძემ და ჯგუფის თითოეულმა წევრმა ისაუბრა მიღებულ საინტერესო გამოცდილებაზე და შთაბეჭდილებებზე. სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორმა ქალბატონმა თეონა ზოიძემ მადლობა გადაუხადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ამ მნიშვნელოვან საქმეში თანამდგომისათვის და ჯგუფის წევრებს წარმატებული ვიზიტი მიულოცა.