2022 წლის 5 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ტურისტული გიდებისთვის ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, სადაც ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა გიორგი ყარალაშვილმა წარმოადგინა დიპლომატიური ინსტიტუტის მიერ მომზადებული პრეზენტაცია: „გზამკვლევი ტურისტული გიდებისთვის“.
დისკუსიას მოდერატორობა გაუწია ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ სსიპ აჭარის მუზეუმის გიდებიც.