შეხვედრა უცხოელ ხელოვანებთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ვენეციის ბიენალეზე პოლონეთის პავილიონის კურატორს, ხელოვნებათმცოდნეს ჰანა ვრობლევსკას, ვარშავის ნაციონალური გალერეის თანამედროვე ხელოვნების ექსპოზიციის და ემანუელ რინგელბლუმის ებრაელთა ისტორიული მუზეუმის მთავარ კურატორს პიოტრ რიპსონს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ : აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ზაურ ახვლედიანი და აკაკი ძნელაძე, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თეა ჭანტურიშვილი და სსიპ" აჭარის მუზეუმის" დირექტორი თეონა ზოიძე.