ჩინური ფაიფურის ხელოვნება
პროგრამის მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ჩინური კულტურის შესახებ.
მონაწილეები ათვალიერებენ საგამოფენო დარბაზში გამოფენილ ფაიფურის ჭურჭელს. ჩინური კულტურის სხვა მიღწევებთან ერთად ყურადღება გამახვილებული იქნება: ფაიფურის მოპოვებისა და დამუშავების, ასევე ნაკეთობების მოხატვის უძველესა და თანამედროვე ტექნიკაზე. მოისმენენ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე საინტერესო ამბავსა და ლეგენდას. გაეცნობიან ევროპის სხავდასხვა ქვეყნის ფაიფურის წარმოებას და აღმოაჩენენ სხვაობასა და მსგავსებას ჩინურ ფაიფურთან.
პროგრამის დასასრულს ვთავაზობთ ფილმს ფაიფურის დამზადების და მოხატვის შესახებ. ასევე შემოქმედებითი დავალების სახით, შესაძლებლობა ექნებათ, თანამედროვე ფაიფურის ჭურჭელი მოხატონ ტრადიციული ჩინური ორნამენტებით.
პროგრამა განკუთვნილია: V – IX კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 50 - 60 წუთი.
ჩატარების დრო: წინასწარი შეთანხმებით
საკონტაქტო პირი : ქეთევან ფუტკარაძე-577 17 97 25
პროგრამის კოორდინატორი - თამარ დარჩია