13 ივლისს, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, სამრეწველო გამოფენის - „ბათუმი ინდუსტრიის ქალაქი“ გაიხსნა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.
გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ბათუმის სამრეწველო საწარმოების- მანქანათმშენებელი, გემთმშენებელი, თევზსაჭერი, ნავთობგადამამუშავებელი, მექანიკური და ბათუმის ნავსადგურის ფოტოები, აგრეთვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ ბაჩო გურაბანიძის სატელევიზიო გადაცემათა ციკლიდან „სახლი ბათუმში"