5-6-7 აპრილს სსიპ აჭარის მუზეუმი მოსწავლეთა II რეგიონალურ კონფერენციას - „მუზეუმის როლი განათლებაში“ მასპინძლობდა.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა კვლევითი ნაშრომები და საინტერესო თემები წარმოადგინეს, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონფერენციაში 184 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენციის უმთავრეს მიზანს მუზეუმის საქმიანობის პოპულარიაზაციასთან ერთად, ახალგაზრდების სამუზეუმო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა,მოსწავლეების დარგობრივი მიმართულებებით კომპეტენტურ ექსპერტებთან ურთიერთობის განმტკიცება და მათ შორის მტკიცე საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება წარმოადგენს.
ღონისძიება სსიპ აჭარის მუზეუმის ეგიდით განხორციელდა და იგი სამომავლოდაც გაგრძელდება.