აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის, აჭარის ხელოვნების და რელიგიის მუზეუმებს “Limes Congress”-ის მონაწილეები სტუმრობდნენ

საქართველო პირველად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, რომის იმპერიის ისტორიისა და არქეოლოგიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ,,Limes Congress 2024’’-ს მასპინძლობს! დღეს აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის, აჭარის ხელოვნების და რელიგიის მუზეუმებს “Limes Congress”-ის მონაწილეები სტუმრობდნენ. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ საქართველოს ისტორიას, კულტურას და ხელოვნებას.  ლიმეს კონგრესი 1949 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ, ყოფილი "Imperium Romanum" (რომის იმპერიის) გავრცელების არეალში იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორები და წამყვანი სპეციალისტები, 42 ქვეყნის 350- მდე დელეგატი.